ინტელის ძირითადი კურსი

ჩემი პორტფოლიო

სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ნინო გამყრელიძე
რაიონი
ონი
სკოლა
სსიპ სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლა
ქალაქი
ონი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ტურისტული გზამკვლევი
თემის შინაარსი
მოსწავლეები მოიძიებენ მასალას ონის რაიონის ადგილმდებარეობის, ფლორისა და ფაუნის, ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ. დაამუშავებენ ტურისტული მარშრუტების მიმართულებებს,  მოიძიებენ შესაბამის ფოტო მასალას, შექმნიან გზამკვლევს. გზამკვლევს განათავსებენ ინტერნეტ სივრცეში (ინტერნეტ ბლოგი), მიაწვდიან საოჯახო ტიპის სასტუმროებს უცხოელი სტუმრებისათვის;
საგანი
ინგლისური ენა
დონე/კლასი  
საბაზო-საშუალო ,IX კლასი, დონე III;
განხორციელების დროის ჩარჩო
ერთი თვე ,ოქტომბერი-ნოემბერი
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
უცხ.ს.III.12. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ინფორმაციული ტექსტის (მაგ. ცნობარი, ანოტაცია, დაიჯესტი და სხვა) შედგენა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           თავს უყრის საჭირო ინფორმაციას, ილუსტრაციებს;
·           განსაზღვრავს ინფორმაციის ორგანიზების წესს;
·           თხზავს ტექსტს;
·           ასათაურებს;
·           აფორმებს ილუსტრაციებით.

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
შეიტანეთ პრიორიტეტების მიხედვით დაწყობილი ამოცანები, რომელთა შეფასებაც განსაზღვრულია თემის ფარგლებში და რომელთაც მოსწავლეებმა თემის დამთავრების შემდეგ უნდა მიაღწიონ.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
ზაფხულში სად ისვენებთ?
რა მოგონებებით ბრუნდებით ხოლმე?
ჩანაწერებს თუ აკეთებთ?

თემატური კითხვები
რა ღირსშესანიშნაობები გინახავთ?
როგორ გაიგეთ მის შესახებ?
როგორ ფიქრობთ, კიდევ რა წყაროდან შეიძლებოდა გაგეგოთ ამ ღირსშესანიშნაობის შესახებ?

შინაარსობრივი კითხვები
თქვენი აზრით სად შეიძლება გზამკვლევის ნახვა?
ვინ უნდა მოგაწოდოთ იგი?
თქვენი აზრით როგორი უნდა იყოს გზამკვლევი უცხოელი ტურისტისათვის?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










დაკვირვება

გონებრივი იერიში
დაკვირვება
პორთფოლიო
ახალი სიტვების გაცნობა
პრეზენტაცია
შეფასების რუბრიკა
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
პროექტის დაწყებამდე გონებრივი იერიშით ვიკვლევ მოსწავეთა საჭიროებებს, ინტერესებს და შესაძლებლობებს. მიმდინარეობისას ვეცნობი მოსწავლეთა ნამუშევრებს პორთფოლიოში და განვიხილავთ ახალ ლექსიკურ ერთეულებს,მივუთითებ წყაროებს, ვუსწორებ შავ ნაწერს . საბოლოოდ მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციას და გაწეულ მუშაობას ვაფასებ შეფასების რუბრიკით; ვაჯამებთ პროექტს პორთფოლიოებითა და პრეზენტაციით;
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
მოსწავლეთა სამეტყველო მარაგში არის საკმაო რაოდენობით საგნის ნიშან-თვისებების აღმნიშვნელი ლექსიკური ერთეულები, რომლებსაც მოსწავლეები გამოიყენებენ ახალი ტექსტის შესაქმნელად.  ამ დონეზე, მოსწავლეებს სხვადასხვა გაცვლითი პროგრამების მეშვეობით კონტაქტები აქვთ დამყარებული უცხოელ თანატოლებთან. საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ მათთვის წერილის მიწერა.მოსწავლეები ფლობენ ისტ ტექნოლოგიებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს (ტექსტურ რედაქტორში მუშაობა, მეილის გაგზავნა, ბლოგის შექმნა და ა.შ)
სასწავლო პროცედურები
ინფორმაციის მოძიება- მოსწავლეებმა ინტერნეტსა და წიგნებში მოვიძიეთ ტექსტური და ფოტო მასალა ონის რაიონის ადგილმდებარეობის, ფლორისა და ფაუნის, ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ.

მარშრუტების დამუშავება-სოფლის მოსახლეობასთან და გამოცდილ მონადირეებთან ასევე მთამსვლელებთან ერთად გავიარეთ სხვადასხვა ბილიკები და გზები. გავაკეთეთ მარშრუტების გრაფიკული გამოსახულებები;

გზამკვლევის ელექტრონული ვარიანტის შექმნა-განსაკუთრებულად ნიჭიერმა მოსწავლეებმა ზაურ გამყრელიძემ და ნინო ბერიშვილმა დაამუშავეს ტექსტის ქართული ვარიანტები, გადათარგმნეს ინგლისურად. პედაგოგთან კორექტირების შემდეგ შექმნეს გზამკვლევის ელექტრონული ვარიანტი;

გზამკვლევის დაბეჭდვა-მოსწავლეებმა შეძინეს  საბეჭდი ფურცლები (A4). დირექციის დახმარებითა და მხარდაჭერით მოხერხდა  ოცი ეგზემპლარის ფერადი ვარიანტის დაბეჭდვა;

ინფორმაციის ინტერნეტში განთავსება-სსსმ მოსწავეის დახმარებითა და მონაწილეობით მოსწავლეთ ჯგუფმა     გზამკვლევი განათავსა  ინტერნეტ სივრცეში (facebook.com);

გზამკვლევის გავრცელება-მოსწავლეთა  მიერ შექმნილი გზამკვლევები დარიგდა  ქალაქ ონში და ახლომდებარე სოფლების საოჯახო და ჩვეულებრივი ტიპის სატუმროებში; ბავშვებმა მენეჯერებს სთხოვეს, უცხოელი ტურისტებისათვის ბროშურების უსასყიდლოდ გადაცემა;

 პროექტის შეჯამება-პროექტი შევაჯამდა  სკოლის დირექციასა და პედაგოგებთან ერთად. მოსწავლეებმა გავიხსენეს რა იყო საინტერესო, სახალისო, რთულად განსახორციელებელი;გამოყვეს  ის პრობლემები რომელთა მოგვარებაზე მომავალში კვლავ იზრუნებენ;
საგანი









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
კლასში არის სსმპ მოსწავლე, რომელიც კარგად ფლობს ისტ ტექნოლოგიებს და მას დაეკისრება ისტ უზრუნველყოფა;

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

ქართულენოვანი მოსწავლეების მიერ ქართულ ენაზე მოძიებულ ინფორმაციას რუსულენოვანი მოსწავლე გადათარგმნის რუსულ ენაზე. გადათარგმნილი ტექსტი განთავსდება გზამკვლევში;

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები ქმნიან მცირე მოცულობის თემატურ  ტექსტებს, საბოლოო კორექტირება შეაქვთ სხვა მოსწავლეთა მიერ გადათარგმნილ ტექსტებში;  საბოლოოდ პრეზენტაციის სახით წარადგენენ პროექტს;
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
მარკერები,ფლორმასტერები,ქაღალდი
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები,ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები


 რეფლექსია

პირველი დღე
საინტერესო პროგრამაა,გავეცანით პროექტებით სწავლებას,ვისაუბრეთ პროექტის გეგმის შესახებ,მოვიფიქრეთ პროექტების თემატიკა და ჯგუფებში ვიმუშავეთ. ვნახეთ პროექტის გეგმის შაბლონი,გავეცანით ჩეკლისტებს.

მეორე   დღე
დღევანდელი დღე იყო ნაყოფიერი,გავაკეთეთ დავალების პრეზენტაციები,განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე,პუბლიკაციის მომზადებასა და ბროშურაზე,ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე,ასევე ვიმუშავეთ გამოცემებზე,საგაზეთო შაბლონებზე.

მესამე   დღე
განვიხილეთ და გავუზიარეთ ერთმანეთს პუბლიკაციები,ვისაუბრეთ ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევ შედეგებზე,განვსაზღვრეთ პროექტის ამოცანები.მოვამზადეთ პრეზენტაცია ჩემს სასწავლო პროექტზე.

მეოთხე   დღე
ვიმუშავეთ შეფასების ინსტრუმენტებზე და შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო,განვიხილეთ შეფასების ნიმუშები,ვისწავლეთ შაბლონები,ჩეკლისტები.განვსაზღვრეთ მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება.

მეხუთე   დღე
ვისაუბრეთ ბიბლიოგრაფიასა და საავტორო უფლებებზე,პრაქტიკულად ვიმუშავეთ ინტერნეტში სურათების ჩამოტვირთვაზე,ბმულების შენახვაზე.

მეექვსე   დღე
ვიმუშავეთ წყვილებში,შევაფასეთ ერთმანეთის პროექტები,კონსტრუქციული უკუკავშირის მიხედვით გამოვიყენეთ სტრატეგია 3,2,1.გავუცვალეთ ერთმანეთს ინფორმაცია,განვიხილეთ ინფორმაციის გაცვლის ტექნიკური საშუალებები სმს,სოციალური ქსელები,ჩატი....ვისაუბრეთ ინფორმაციის სანდოობაზე.

მეშვიდე   დღე
შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები,წარმოვიდგინეთ ჩვენი თავი მოსწავლის როლში და შევაფასეთ.ავტვირთეთ Google drive-ზე,შევქმენით ბლოგები,ვებ-გვერდები.

მერვე     დღე
ვაგრძელებთ პროექტის გეგმების განხილვას,გავითვალისწინეთ განსაკუთრებული საჭიროებები.განვიხილეთ და შევასწორეთ პორტფოლიოები.ვისაუბრეთ ფასილიტაციის რესურსებზე,აქტივობებზე,სხადასხვა უნარებზე.ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ და განვათავსეთ ჩვენს ბლოგებზე.

მეცხრე    დღე
დავწერეთ რეფლექსიები ჩემს სასწვლო პროექტზე.წარმოვადგინეთ პორტფოლიოს პრეზენტაციები.ჩავატარეთ ჯგუფური აქტივობა და ოპონირება გავუკეთეთ ერთმანეთს.გავუზიარეთ ერთმანეთს პორტფოლიოები ელექტრონულად,გავუკეთეთ კომენტარები ბლოგზე.კურსის დამთავრების შემდეგ გადმოგვეცა სერთიფიკატები და გადავიღეთ ფოტოები.ურააააJთურმე მთავარია მონდომება და ყველაფერი გამოგივა ადამიანსJJ

No comments:

Post a Comment